მასვიდალი თავს იფასებს, ედვარდსი ბრძოლას მოუთმენლად ელოდება

მასვიდალი კრიტიკის ობიექტად იქცა

2019 წელი მასვიდალისთვის აქტივში უნდა ჩაითვალოს, ამერიკელმა მებრძოლმა, დარენ თილი და ბენ ასკრენი ნოკაუტით დაამარცხა, ახლა კი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა მოისურვა. ამის პასუხად დანა ვაითმა განაცხადა, რომ მასვიდალს არანაირი უფლება არ აქვს ულტიმატუმები წამოაყენოს. ვაითის აზრით, ედვარდსი-მასვიდალის ბრძოლა იდეალური ვარიანტი იქნება.

 

 ლეონ ედვარდსმა MMA Junkie- სთან ინტერვიუში თქვა, რომ მას მასვიდალთან ბრძოლა სურს, ასევე UFC-იც თანახმაა, მაგრამ თავად მასვიდალი უარზეა და ბრძოლის გასამართად არარეალურ თანხას ითხოვს. სწორედ ამიტომ ედვარდსმა ამ საქციელს, ზედმეტი თავის დაფასება უწოდა. ლეონ ედვარდსმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ მას ბევრად სახარბიელო შედეგი აქვს ბოლო ბრძოლების განმავლობაში ვიდრე მასვიდალს. ლეონმა ბოლო 8 ბრძოლიდან 8-ვეში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მასვიდალს ბოლო 4 ბრძოლიდან წაგება-მოგების ბალანსი 2/2- ზე აქვს. ედვარდსის თქმით, ის ელოდება ყველაფრის საბოლოოდ გარკვევას და ნებისმიერ მომენტში მზად არის მასვიდალს დაუპირსიპირდეს და გულშემატკივრებს დაუმტკიცოს თუ ვინ არის პირველი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.