მადრიდის რეალის ახალი შვიდიანი 

სამეფო კლუბმა ფეხბურთელები დანომრა 

 

მადრიდის რეალს 7-ნომრიან მაისურს ახალი მფლობელი ჰყავს. ლეგენდარულ ნომერს, რომელსაც რაული და კრიშტიანუ რონალდუ ატარებდნენ, ედენ აზარი მიიღებს. 


წინა სეზონში, პორტუგალიელის გუნდიდან წასვლის შემდეგ, 7-ნომრიანი მაისურით მარიანო დიასი თამაშობდა, თუმცა მასთან გამოთხოვება და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელისთვის გადაბარება მოუწევს. თავად მარიანო 24-ნომრიან მაისურს მოირგებს. 


სხვა ახალწვეულები

 

ფერლან მენდი - 23, ლუკა იოვიჩი -18, როდრიგო -27, ხოლო ედერ მილიტაო 3-ნომრიან მაისურს მოირგებს. რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, რომელიც წინა ჯერზე ბლანკოსების მეათე ნომერს ატარებდა, აწი მე-16 ნომრით ითამაშებს. 


ჩინეთსა და პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დასრულების გამო, დიდი ალბათობით გარეთ ბეილი მადრიდულ გრანდში დარჩება და მე-11 ნომერს არავის დაუთმობს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.