საბურთალოს 25 წლის მცველი შეემატა

ნიკა სანდოხაძე საბურთალოს ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი ერთწლიანია.

სანდოხაძე 25 წლის ცენტრალური მცველია. ბოლოს ლვოვის კარპატიში თამაშობდა. ნიკა 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა: სამტრედიაში წამყვანი მცველი გახლდათ. სწორედ მაშინ ჰქონდა საუკეთესო პერიოდი.

 

ტანმაღალი მცველი სამტრედიადან კარპატიში გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა აკლდა.  ლვოველებმა ლატვიურ რიგასში გაანათხოვრეს და ისევ დაიბრუნეს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.