ლიგა 2: მერანი სახელს ამართლებს

ეროვნულ ლიგა 2–ში მეოცე ტური გაიმართა. ჩვენი საიტი ყველა ტურის მერე მცირე მიმოხილვას გთავაზობთ. ცენტრალური თამაში მუხიანში შედგა, სადაც შევარდენი თამაზ ბაბუნაძის გოლით უგებდა თელავს, მაგრამ პირველივე ტაიმში ირაკლი რუხაძის დაფარულ პასსს ალექსანდრ კვასოვის კარგი დარტყმა მოჰყვა და 1:1. 

მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

 

რთულია თქვა, ვის უფრო აწყობდა ფრე. ცხრილის მიხედვით, ალბათ, შევარდენს, რადგან მეოთხეადგილოსან თელავთან 6–ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. გადასასვლელად ორივე გუნდი იბრძოლებს.

 

სამტრედიამ გურიაში მოიგო. იოლად მიჰყავდა საქმე, სანამ დავით რაჟამაშვილს არ გააძევებდნენ. სამტრედიელები ათი კაცით დარჩნენ და ამის მერე ლანჩხუთელებმა ორი გოლი გაიტანეს, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს. ბოლოს ისევ იმერლებმა შეაგდეს და 2:4. კახა კაჭარავას გუნდიდან გამოირჩეოდნენ გურამ სამუშია და გიორგი ივანიაძე – პირველმა დუბლი შეასრულა, მეორემ კი ორი საგოლე პასი შეასრულა. სამტრედია მესამეზეა და ერთი ქულით ჩამორჩება შევარდენს და 8 ქულით – ლიდერ მერანს. 

 

საერთოდ, ბევრი გუნდის შემადგენლობას ვერ იცნობთ. ცხინვალი გადახალისდა, მწვრთნელიც ახალი ჰყავთ (ვლადიმერ ვაშაძე) და ბევრი ისეთი ფეხბურთელიც, რომლებსაც ეროვნულ ლიგა 2–ში თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ამიტომაც არავის გაჰკვირვებია მერანთან 1:4 წაგება... მერანი სახელს ამართლებს: მიჰქრის. 

 

შუქურა–გაგრა 0:0 დასრულდა. ეს გაგრას ზედიზედ მეორე უგოლო ფრეა. ისე, ქობულეთელთა ნახევარმცველმა გიორგი კურმაშვილმა პენალტი გააცუდა. ვეჭვობთ, ან შუქურამ, ან გაგრამ უმაღლესისთვის იბრძოლონ.

 

გამოსარჩევია ზუგდიდის მოგება კოლხეთთან. არჩილ მესხმა დასაწყისშივე გაიტანა  და მეტი გოლი არ გასულა.  

 

სამი აუტსაიდერი, კარგა ხანია, გამოკვეთილია: კოლხეთი, გურია და ზუგდიდი. ალბათ, სწორედ ამ სამეულიდან ერთი გავარდება, ორს კი ფლეი–აუტი მოუწევს.

 

ცხინვალი – მერანი (თბილისი) 1:4

 

გოლები: 0:1 მაღრაძე (3 საკ.კარში), 0:2 ნიქაბაძე (22), 0:3 ნიქაბაძე (44), 0:4 შენგელიძე (78), 1:4 ჯანაშია (80 პენ)

 

ზუგდიდი – კოლხეთი (ფოთი) 1:0

 

გოლი: 1:0 ა. მესხი (6)

 

შუქურა (ქობულეთი) – გაგრა 0:0

 

გურია (ლანჩხუთი) – სამტრედია 2:4

 

გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (11), 0:2 გ.სამუშია (41 პენ), 0:3 გ.სამუშია (44), 1:3 ლომსაძე (55), 2:3 იაგრი (66), 2:4 ხაბეიშვილი (90+2)

გაძევება: რაჟამაშვილი (45+2)

 

შევარდენი – თელავი 1:1

 

გოლები: 1:0 ბაბუნაძე (17), 1;1 კვასოვი (41)  

 

შევარდენის პრესსამსახურის ფოტო

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.