ზიეჩი - არის კონტრაქტი

მაროკოელმა ჰაკიმ ზიეჩმა აიაქსთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. 

2022-ში უმთავრდებოდა და ერთი წლით გაახანგრძლივა. 

 

133 მატჩი, 42 გოლი - ასეთია ზიეჩის შედეგიანობა აიაქსში, სადაც 2016 წელს გადავიდა ტვენტედან. მაროკოელი ზედიზედ ორ სეზონში გახდა აიაქსის საუკეთესო ფეხბურთელი: ეს გულშემატკივართა გამოკითხვით. დიახ, მატიის დე ლიხტსაც გაუსწრო. 

 

შეგახსენებთ, ზიეჩამდე აიაქსთან კონტრაქტი გააგრძელა ბრაზილიელმა შემტევმა დავიდ ნერეშმაც.

 

ისე, მაროკოელს არაერთ გრანდს უკავშირებდნენ, ფავორიტად კი ბაიერნი მიიჩნეოდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.