ექიმი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი, ანუ კრის მიდლტონი

მიდლტონი კარგ ტორონტოს ვეღარ შეხვდება. იქ კავაი არ არის. მიდლტონი უკეთეს იანისთან ერთად ახალი გამოწვევისთვის ემზადება და ეს სეზონი აღარ უნდა ჩააგდოს.

საოცარი, ფერადი სეზონი მძიმე და შავ-თეთრი ფლეი ოფით დაიხურა.

დიდი მოთამაშეები ფლეი ოფში უმატებენ. ლეგენდები რეგულარულს ფლეი ოფისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ.

კრის მიდლტონი ძალიან კარგი მოთამაშეა. რომელიც ყველა ვარსკვლავის შეხვედრის მონაწილედ აირჩიეს. კრისმა მილუოკიში დამსახურებული დაფასება და სერიოზული ფინანსური კუში მიიღო.

და კრისმა ფლეი ოფი ჩააგდო.

მიდლტონი რეგულარულში - 18.3 ქულა, 6.0 მოხსნა, 4.3 პასი.

მიდლტონი ფლეი ოფში, ტორონტოსთან სერიაში - 13.7 ქულა, 6.8 მოხსნა, 6.2 პასი, თამაშიდან ზუსტი სროლების მხოლოდ 41.1 პროცენტი. დაღლილი, გაცვეთილი ლიდერის სტატისტიკა.

კრისი ბერძენის შემდეგ ბაქსის საუკეთესო მოთამაშე უნდა ყოფილიყო. კრისს ერთი მიარტყეს და მიდლტონს ლიდერობის შეეშინდა. ის გაინაბა და შემდეგ, გაქრა.

მიდლტონი კარგ ტორონტოს ვეღარ შეხვდება. იქ კავაი არ არის. მიდლტონი უკეთეს იანისთან ერთად ახალი გამოწვევისთვის ემზადება და ეს სეზონი აღარ უნდა ჩააგდოს.

მალე ჩეხვა დაიწყება.

ელეგანტური ექიმი ჯეკილი რეგულარულში და საშინელი მისტერ ჰაიდი ტორონტოსთან. პირველს მიაწექი, კრის, პირველს.