დიდი ძაღლის დღეები

დიდი ძაღლი. ეს მისტერ რობინსონის მეტსახელი იყო. ჯერ კიდევ კოლეჯის დღეებიდან. და გლენი არაჩვეულებრივი მოთამაშე გახლდათ.

გლენ რობინსონმა კარიერა სან ანტონიოში დაასრულა. 2004/2005 წლების სეზონში, როდესაც სპერსი მესამედ გახდა ჩემპიონი ტიმ დანკანის ეპოქაში.

დიდი ძაღლი. ეს მისტერ რობინსონის მეტსახელი იყო. ჯერ კიდევ კოლეჯის დღეებიდან. და გლენი არაჩვეულებრივი მოთამაშე გახლდათ.

რობინსონი თავისი გენერაციის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მესამე ნომერიც იყო. რომელიც არ  ზარმაცობდა დაცვაში, მაგრამ უფრო შეტევაში, კრეატივში მოჰქონდა სარგებელი.

ელეგანტური, ლამაზი სროლა, რომელიც რობინსონმა დახვეწა. ეს სროლა რობინსონის ყველაზე სახიფათო იარაღი გახდა. გლენმა ამ სროლით ბევრს ატკინა და გლენი ყველგან მოთხოვნადი, საჭირო, შეუცვლელი მოთამაშე იყო.

რობინსონმა ფლეი ოფში მხოლოდ ოთხი სეზონით შეისეირნა. სამჯერ მილუოკისთან ერთად და ერთხელ, იმ, ბოლო ვოიაჟის დროს სპერსის გუნდის წევრად.

მილუოკიში გლენმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 20 ქულამდე იღებდა.

სპერსში - 13 მატჩი, არასრული 4 ქულა და ეს სათადარიგო დატვირთვა ჩემპიონის ბეჭდით დასრულდა.

გლენ რობინსონმა 15 000 ქულაც ვერ დააგროვა. ერთხელავ ვერ ავიდა რეგულარულში საშუალოდ 7 მოხსნაზე. და დიდი ძაღლი იმ თაობის ვარსკვლავი, ერთ-ერთი დაუნდობელი ცივი იარაღი გახდა.

ჩვენ გვახსოვს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.