კუთხეში დაყენებული გუნდი

მილუოკი არასაკმარისად გამოცდილი იყო საჩემპიონოდ და, დიდი ალბათობით, იმ გოლდენ სტეიტთან წააგებდა.

შარშან, მილუოკის დიდი ფინალი უნდა ეთამაშა. ბაქსი ტორონტოზე უკეთესი იყო. ბაქსმა ტორონტოზე უკეთ დაიწყო აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალი და პირველი ორი თამაშიც დამსახურებულად, ელეგანტურად, საინტერესო და გუნდური კალათბურთით მოიგო. იმ ბაქსმა ისტორიის დაწერა დაიწყო და შემდეგ, ვერ დაიჯერა, რომ მართლა კარგი და ღირსეული გუნდი იყო. და ბაქსი დაიშალა.

დიახ, ტორონტოში იყო კავაი და მან პირწმინდად მოუგო პერსონალური გარჩევა ბერძენ მონსტრს.

დიახ, ტორონტოში ძალიან უნდოდათ უხეირო გუნდის იარლიყის მოხსნა და კავაი მათ დაეხმარა.

დიახ, ეს მილუოკი არასაკმარისად გამოცდილი იყო საჩემპიონოდ და, დიდი ალბათობით, იმ გოლდენ სტეიტთან წააგებდა.

და მაინც, ბოლომდე მეგონა, რომ ტორონტოსთან პირველი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, იწყებოდა ახალი ეპოქა. იანის ანტეტოკუმპოს ეპოქა. რომელიც ერთი (ან - მეტი) სეზონით გადაიდო.

ეს ბაქსი ლეონარდმა და განგებამ კუთხეში დააყენეს და ახალი გუნდი ახალი სეზონისთვის ახალი აგრესიით ემზადება.

კავაი დასავლეთშია. ლებრონი კალიფორნიაში ისვენებს. მიდით, მოიგეთ. ან - დაიშალეთ, როგორც კუთხეში დაყენებული კიდევ ერთი გუნდი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.