ფოსტალიონი

მელოუნი იყო აგრესიული თანაგუნდელი, რომელიც ყოველთვის ბურთს ითხოვდა. მელოუნი იყო გამოუსწორებელი მექალთანე, თუმცა ამაში ცუდი ალბათ, არაფერია, არა? 

კარლ მელოუნი არასოდეს არ მიყვარდა. მოჩვენებითი კარგი ბიჭობა, მოჩვენებითი პატიოსნება, ზედმეტად დიდი ეგო.

მელოუნი იყო აგრესიული თანაგუნდელი, რომელიც ყოველთვის ბურთს ითხოვდა. მელოუნი იყო გამოუსწორებელი მექალთანე, თუმცა ამაში ცუდი ალბათ, არაფერია, არა? მელოუნი ყოველთვის საკუთარ სტატისტიკაზე ფიქრობდა.

მელოუნი შედის ლიგის ისტორიულ ლიდერებში ძალიან ბევრ კატეგორიაში და კარლმა ერთ ამბავში ვერ გაქაჩა - მან უარი უთხრა ფინანსურ დახმარებაზე საკუთარ შვილს, რომელსაც ამერიკული ფეხბურთის სამყარო ეპატიჟებოდა და ბინის ქირა გადასახდელი იყო. კარლის შვილი მამიკოს დახმარების გარეშეც მაგარი მოთამაშე გახდა.

კარლი ახლოს იყო ჩემპიონობასთან ლეიკერსთან ერთად. მაგრამ იმ გუნდში ვერ დაიჯერეს, რომ დეტროიტი რეალური ძალა იყო და იმ პისტონზმა დაშალა შაკის, კობის, გარი პეიტონის და მელოუნის ბანდა.

ერთი წლის შემდეგ მელოუნს სან ანტონიო დაუკავშირდა და ვეტერანის მინიმუმის სანაცვლოდ ერთწლიანი მეგობრობა შესთავაზა. კარლმა თავაზიანი წადი შენი-თ უპასუხა. და სპერსი ჩემპიონი გახდა.

მელოუნი ბეჭდის გარეშე დარჩა.

როგორც ადრე, მისი შვილი დახმარების გარეშე.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.