საბა ლობჟანიძე: ბრონდბიუ მომწონს, მაგრამ...

საბა ლობჟანიძე ჯერჯერობით დანიის რანდერსშია და არ იცის, შეიცვლის თუ არა კლუბს ამ ზაფხულს. 

არადა, მუდმივად იწერებოდა საბას შესაძლო ტრანსფერზე: მათ შორის, ბრონდბიუს ვარიანტზე.

 

"სიმართლე გითხრათ, ბრონდიუზე არ ვიცი. ჩემი აგენტი მუშაობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ბრონდბიუ დიდი კლუბია და მომწონს.

 

...უცხოეთში? კარგი იქნებოდა უკეთეს ლიგში გადასვლა, მაგრამ ჯერ რანდერსში ვარ და არ ვიცი, შეიცვლება რამე თუ არა" - უთხრა საბამ დანიურ Bold-ს.

 

რანდერსის მწვრთნელი ტომას ტომასბერგი კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

 

"იმედია, ლობჟანიძე მომდევნო მატჩშიც ჩვენთან ერთად იქნება. ისე კი, 31 აგვისტომდე აქვს ვადა და როგორც ვიცი, ახლა ასეთი მდგომარეობა: თუ რანდერსის ხელმძღვანელობა საინტერესო წინადადებას მიიღებს, ქართველს გაჰყიდის. ამაზე თანახმა ვარ".   

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.