ჩელსის ერთ-ერთმა ლიდერმა შესაძლოა მანჩესტერთან ვერ ითამაშოს 

ლამპარდი: ყველაფერი ფეხბურთელების ფორმაზეა დამოკიდებული 

 

ჩელსის საყრდენმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამის შესახებ არისტოკრატების ლეგენდამ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ისაუბრა.


"კანტე ჯანმრთელია, მაგრამ არის თუ არა ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში, ამას მატჩის წინ გადავწყვეტ. 
ყველა სხვა ფეხბურთელი მზადაა, არიან ისეთები, ვინც განსაკუთრებულად კარგ ფორმაში არიან. 


სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ, ყველაფერი წესრიგშია. უკვე მაქვს გარკვეული მონახაზი იმ ფეხბურთელებისა, ვინც უმეტესად ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, თუმცა ყველაფერი მაინც მათ სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული",-თქვა ლამპარდმა


ჩელსი მანჩესტერს 11 აგვისტოს, ოლდ ტრაფორდზე დაუპირისპირდება.


წინა სეზონი ლურჯებმა პრემიერლიგაში 21 მოგებით და 9 ფრით მესამე ადგილზე დაასრულეს.