ლივერპულის რეკორდი და დამსახურებული პატივი

მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელები ენფილდის წარწერას შეეხნენ 

ნორვიჩთან, პრემიერლიგის პირველ ტურში - 4:1 გამარჯვება ლივერპულისთვის ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეათე მოგება იყო. თურმე, მერსისიაიდულმა კლუბმა ასეთი რამ ისტორიაში მეხუთედ გააკეთა და ეს პრემიერლიგის ერთპიროვნული რეკორდია. 


საინტერესოა ისიც, რომ ვიდრე გუნდები მოედანზე გავიდოდნენ, იურგენ კლოპმა თავის ფეხბურთელებს უფლება მისცა მოედნის შესასვლელთან განთავსებულ წარწერას - "ეს არის ენფილდი" შეხებოდნენ. 3 წლის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა თავის ბიჭებს უთხრა, რომ ამ მნიშვნელოვან წარწერაზე შეხებას დამსახურება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, კლოპმა ჩათვალა, რომ, მისი გუნდი ამ პატივს იმსახურებს.


წინა სეზონში ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პრემიერლიგის ისტორიაში საკუთარი საუკეთესო და საერთო ჯამში მესამე შედეგი აჩვენა (97 ქულა) და მხოლოდ აღიარებულ ლიდერ მანჩესტერ სიტის, ისიც მინიმალური სხვაობით ჩამორჩა. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.