ნეიმარის პაიკები 

ბარსელონა და რეალი ბრაზილიელში ფეხბურთელებს ცვლიან 

 

ევროპულმა მედიამ, პსჟ-ს პრეზიდენტის თუ თავად ნეიმარის განცხადებებმა ამ ზაფხულს დაგვარწმუნა, რომ, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენში აღარ დაედგომება. ისიც აშკარა გახდა, რომ ყოფილი კლუბი ბარსელონა და მადრიდის რეალი 27 წლის თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობს და საფრანგეთის ჩემპიონთან აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული. 


ახლა მთავარი ისა, ვინ გადაიხდის მეტს. ორივე კლუბს საკუთარი გეგმა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბლაუგრანამ, ისე ბლანკოსებმა ამ ზაფხულს თითო-თითო დიდი ტრანსფერი გაჩარხეს და გრიზმანსა და ედენ აზარში მსუყე თანხები გადაიხადეს, პსჟ-ს 200-მილიონიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნაწილობრივ ფეხბურთელების გაცვლით აპირებენ. 


კატალონიელების პირობა ასეთია: 100 მილიონი + უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს შორის ერთ-ერთი და ნელსონ სემედუ


რაც შეეხება სამეფო კლუბს, მადრიდელები პსჟ-ს ასეთ წინადადებას სთავაზობენ: 120 მილიონი და ლუკა მოდრიჩი


დანარჩენი უკვე პარიზელთა მმართველების გადასაწყვეტია, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ნეიმარის საშუალო ღირებულება კი 180 000 ევროა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.