კაჭარავას ბენეფისი

ნიკა კაჭარავამ ანორთოსისის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კვიპროსის თასის 1/8 ფინალში ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა იცავენ, აკრიტასს ესტუმრა და 7:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. კაჭარავამ ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო შემდეგ კი 2 გოლი გაიტანა.

 

სათქმელია, რომ ამ სეზონში ნიკას მეტოქის კარი არ ქონდა აღებული. კაჭარავას დიდხნიანი უგოლო პერიოდი ჰქონდა და ვისურვოთ, რომ 24 წლის ფორვარდი კიდევ უფრო მოუმატებს. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა.

 

რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.