მანჩესტერს ახალი 9 ნომერი ჰყავს 

ლუკაკუს მემკვიდრე 

ინგლისის ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რომელუ ლუკაკუმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და მილანის ინტერში გადავიდა. 


ანტონიო კონტეს გუნდში წასვლის შემდეგ, 9-ნომრიანი მაისური, რომლითაც ბელგიელი თავდამსხმელი თამაშობდა გათავისუფლდა.


წეითელ ეშმაკებში 9-ნომრიანი მაისურის მორგების 2 მთავარი კანდიდატი იყო: მარკუს რაშფორდი და ენტონი მარსიალი, ინგლისელ შემტევს ამაზე არაფერი უთქვამს, ფრანგმა კი იჩქარა და საყვარელი ნომერი დაიბრუნა.


მარსიალი მანჩესტერში მე-9 ნომრით ადრეც თამაშობდა, მერე გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი მივიდა და მაისურის გადაბარება მოუწია. 


ლუკაკუს წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით მანჩესტერელთა მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ მარსიალი და რაშფორდი იქნებიან.