რომა ინგლისისკენ იყურება

იტალიური რომა ორ ფეხბურთელს უმიზნებს: ალექსის სანჩესსა და დავიდე ძაპაკოსტას. 

სანჩესი რომ მანჩესტერ იუნაიტედში ვერ ბრწყინავს, ყველამ იცის. ჩილელი თითქოს გარდაისახა, ვარსკვლავობიდან ლამის საშუალო დონის ფორვარდად იქცა. დროებითია ეს თუ არა, გამოჩნდება.

 

ისე, ალექსისი იტალიაში მაგრად თამაშობდა: სწორედ უდინეზედან გადავიდა ბარსელონაში.

 

რაც შეეხება ძაპაკოსტას, შარშანწინ ტორინოდან წავიდა ჩელსიში. ახლა კი რომას მარჯვენა მცველი სჭირდება, რადგან რიკ კარსდორპი ფეიენოორდში გადავიდა.

 

იტალიური პრესა წერს, რომ რომაელებმა ორივე ფეხბურთელის თაობაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. სანჩესის შემთხვევაში განათხოვრებაზეა საუბარი.