ჩემპიონი დამაჯერებელი გამარჯვებით იწყებს (+VIDEO)

ვესტ ჰემი-სიტი 0:5 

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. 


პირველ ტურში, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ქალაქელები ვესტ ჰემს ესტუმრნენ და 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. 


ჰეთ-თრიკი რაჰიმ სტერლინგმა გაიფორმა, თითო-თითო გოლი კი გაბრიელ ჟესუსმა და სერხიო აგუერომ შეაგდეს. 

 


აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პრემიერლიგის ისტორიაში პირველად ვიდეო-რეფერი გამოიყენეს. მაიკ დინმა VAR-ის მეშვეობით ჯერ გაბრიელ ჟეაუსის გოლი გააუქმა, მერე სტერლინგის შეგდებული ბურთისას თამაშის წესების დაცვა დააფიქსირა, ბოლოს კი სერხიო აგუეროს გაცუდებული 11-მეტრიანი გაამეორებინა. 


სიტიმ პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და სეზონი გამარჯვებით გახსნა. პეპ გვარდიოლას გუნდი შემდეგ მატჩს 17 აგვისტოს, ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.