ლაურენტისი: თუ მაგუაიერი 93 მილიონი ღირს, მაშინ კულიბალი 250 უნდა ღირდეს

ინგლისში ნამდვილად გაგიჟდნენ

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კომენტარი მისი გუნდის მიზნებზე და სატრანსფერო ბაზარზე გააკეთა. მას ძალიან აწუხებს, რომ პრემიერლიგის გრანდები ფეხბურთელებში ამხელა თანხებს ხარჯავენ

 

„ყოველ წელს ვცდილობთ გუნდი უკეთესი გავხადოთ. ზოგიერთი წელი წარმატებული გამოგვდის, ზოგიერთი - არა. მჯერა, რომ რაღაცის აშენებს ფუნდამენტი სჭირდება. ისე არ ხდება 20 ახალი ფეხბურთელი მოიყვანო და რაღაც სერიოზული მოიგო. ჩვენ ფლეისთეიშენს არ ვთამაშობთ. ვფიქრობ, 2 წელიწადში ან იტალიის ჩემპიონები გავხდებით, ან წარმატებას ევროპაში მივაღწევთ.

 

პრობლემას წარმოადგენს, ინგლისში ფეხბურთელებში რამდენს ხარჯავენ. ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ასე არ ხდება. თუ კლუბს 800 მილიონი აქვს, მაშინ 100 მილიონის დახარჯვის პრობლემა არ ექნება. ეს სხვა გუნდებთან სამართლიანი არ არის. თუ მაგუაიერი 93 მილიონი ღირს, მაშინ კულიბალის ფასი 250 მილიონი უნდა იყოს“, - თქვა ლაურენტისმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.