ფალკაო - გზა თურქეთისკენ

კოლუმბიელი რადამელ ფალკაო თურქულ გალათასარაიში ითამაშებს. 

კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ფორმალობა აკლია. ფრანგული პრესის ცნობით, ფალკაო წელიწადში 5 მილიონ ევროს (პლუს ბონუსებს) მიიღებს, კონტრაქტი კი სამწლიანი იქნება.

 

33 წლის კოლუმბიელმა მონაკოში, გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

 ფალკაომ განაცხადა, რომ ჩინეთიდან და აშშ-დან ჰქონდა წინადადებები, მაგრამ ჯერჯერობით ევროპაში აპირებს თამაშს - ისეთი სარფიანი წინადადება იყო, უარის თქმა გამიჭირდა, მაგრამ მაინც ევროპაში დარჩენა ვარჩიეო.