Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 28. ლაური მარკანენი (ჩიკაგო)

ჩიკაგომ ფინელში დიდი ინვესტიცია ჩადო. ჩიკაგო მისგან სულ მცირე, ბევრწლიან საშუალო ორმაგ დუბლს ელოდება და რეალურად, მარკანენს შეუძლია ამ დონეზე გასვლა. 

კარიერა: ჩიკაგო (2017-დღემდე)

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

სტატისტიკა: 16.7 ქულა, 8.2 მოხნსნა, 1.3 პასი.

 

ჩიკაგო იცვლება. გუნდი აქცენტს მომავალზე აკეთებს და მარკანენი ამ გეგმებში ზის. მარკანენი ამ ბულზის ერთ-ერთი ლიდერია. თუ ბიჭი დაცვაზე იმუშავებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ორმაგი მეურვეობიდან ბურთის ამოტანის დროს, ის შეუცვლელი გახდა. ამ ეტაპზე ფინელი ძალიან ახალგაზრდა გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავია.

როგორც კი ლიგაში მაღალი, ენერგიული და მსროლელი ახალგაზრდა მოდის, მას დირკ ნოვიცკის ადარებენ. ლოგიკურია, ნოვიცკიმ ევროპიდან ამერიკამდე სროლით იარა და როდესაც ყველაფერს მიაღწია, ყველა დროის საუკეთესო ევროპელიც გახდა. დირკმა ეს დაიმსახურა.

მარკანენი ვერ გახდება ნოვიცკი. იმ დონეზე რომ მოხვდეს, ფინელი ნოვიცკივით შეუჩერებელი შემტევი, საშუალო დონის მსროლელი და ძალიან კარგი თანაგუნდელი უნდა გახდეს. და მარკანენი უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა  - კალათბურთის დიდხანს და მაღალ დონეზე თამაში, თუ - ლამაზი გოგონები. მის შემთხვევაში, ერთი მეორეს ხელს უშლის.

ჩიკაგომ ფინელში დიდი ინვესტიცია ჩადო. ჩიკაგო მისგან სულ მცირე, ბევრწლიან საშუალო ორმაგ დუბლს ელოდება და რეალურად, მარკანენს შეუძლია ამ დონეზე გასვლა. უბრალოდ, მთლიანად კალათბურთზე უნდა გადმოერთოს.  

ჩვენი ახალი რუბრიკა Fantasy  სეზონის დაწყებამდე 30 საუკეთესო მოთამაშეს წარმოგიდგენთ.