მანოლასმა სუარესს 3:0 გაახსენა (+VIDEO)

ბარსელონამ ამხანაგურ მატჩში 4:0 მოუგო ნაპოლის, მაგრამ ნეაპოლელთა ბერძენმა მცველმა კოსტას მანოლასმა წარსული გაიხსენა.

პირველ ტაიმში მანოლასი და ლუის სუარესი ცოტა წაკინკლავდნენ. ბერძენმა კი სამი თითით გაახსენა შარშანდელი რომა–ბარსელონას შედეგი: 3:0. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, როცა გადამწყვეტი, გამსვლელი გოლი სწორედ მანოლასმა შეაგდო თავურით.  რომაელებს კატალონიაში 1:4 ჰქონდათ წაგებული და სასწაულად მოატრიალეს.  

 

ამჯერად სუარესმა დუბლი შეასრულა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.