სალაჰის მანქანას ადევნებულმბა ბავშვმა ცხვირი გაიტეხა, როდესაც...

თვალს რამდენი სუპერვარსკვლავი მოარიდებდა?!

ლივერპულის გულშემატკივარ ლუის ფაულერს  2019 წლის 10 აგვისტო არასდროს დაავიწყდება. 11  წლის ბავშვი მელვუდის ბაზასთან მოჰამედ სალაჰის გამოჩენას ელოდა. როდესაც ეგვიპტელის ბენტლი დაიძრა, პატარა ბიჭი მას გაეკიდა, გზაზე მდგარი ლამპიონი ვერ შეამჩნია და ცხვირი გაიტეხა.

 

ამ დროს ლუისს თანატოლები მისცვივდნენ, რა დროსაც დაინახეს რომ მათი საყვარელი ფეხბურთელის მანქანა გაჩერდა, მათკენ კი ლივერპულის სუპერვარსკვლავი დაიძრა. მომომ ინციდენტი დაინახა, თვალი არ მოარიდა, ჩამოვიდა და ბავშვის მდგომარეობით დაინტერესდა, შემდეგ კი სხვა ბავშვებთან ერთადაც სურათები გადაიღო.

 

ImageImage