ზიდანმა ბეილს დაუძახა, ხამესს და მარიანოს - არა

მადრიდში ისევ გაურკვევლობაა

რეალი რომა წინააღმდეგ სეზონში უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ამ მატჩისთვის გერეთ ბეილს უხმო, ხამესი და მარიანო კი ისევ განაცხადს მიღმა დატოვა.

 

ტრავმების გამო მენდი, ბრაჰიმი და ასენსიო ვერ ითამაშებენ. სერხიო რამოსსაც მცირე დაზიანება აქვს, ზიდანს კი ამხანაგური შეხვედრისთვის არ უნდა გარისკოს.

 

რომასთან განაცხადში იქნებიან:

 

მეკარეები: ნავასი, კურტუა, ფუიდიასი

 

დაცვა: კარვახალი, მილიტაო, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ოდრიოზოლა

 

ნახევარდაცვა: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო

 

თავდამსხმელები: აზარი, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, იოვიჩივინისიუსი.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.