იკარდის ორი არჩევანი

იკარდი გზაჯვარედინზე...

Corriere dello sport-ის ინფორმაციით, მაურო იკარდის ცოლმა და აგენტმა, ვანდა ნარამ პრინციპული შეთანხმება როგორც რომასთან, ასევე ნაპოლისთან მიაღწია. ორივე კლუბი ინტერს შესანიშნავ წინადადებას სთავაზობს, რომელზეც იტალიური კლუბი უარს ვერ იტყვის. თანაც, არგენტინელის ნომერი (9) ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ უკვე აიღო.

 

იკარდი აქამდე ინტერის დატოვებას არასდროს განიხილავდა, თუმცა ახლა დრო ითხოვა, რათა მომავალი უკეთ განსაზღვროს და ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი აირჩიოს...