თასის ფინალში, ორი დინამო, როცა ჩვენი მოსკოველებზე უკეთესი იყო (+ვიდეო)

ამ დღეს თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი მეორედ მოიგო

1979 წლის 11 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, თბილისის დინამომ მოსკოვის დინამო დაამარცხა. შეხვედრა მოსკოვში, ლენინის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მეტოქის მოედანზე ასპარეზობდნენ, რუსებს ტოლ-სწორად ეთამაშნენ, მატჩი კი პენალტების სერიამდე მივიდა.

 

მართალია პირველი ორი თერთმეტმეტრიანი ყიფიანმა და გუცაევმა ვერ გამოიყენეს, მაგრამ ოთარ გაბელია მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ბოლოს ვალერი გაზაევის დარტყმულიც მოიგერია და ისტორიაში საბჭოთა კავშირის თასი თბილისის დინამომ მეორედ მოიგო.