სიონი ჩიხურასთან აღარ დაიჩაგრა

საჩხერის ჩიხურა ორჯერ უგებდა ბოლნისის სიონს, მაგრამ ვერ შეინარჩუნა – 2:2. 

დაძაბული გამოდგა ბოლო წუთები. მსაჯმა ნინუამ პენალტი დანიშნა ჩიხურას კარში (ტატანაშვილი–ჰამზიჩის ორთაბრძოლის მერე), მაგრამ გვერდით მსაჯთან თათბირის მერე გადათქვა და ტატანაშვილს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. ამ დროისთვის  ჩიხურა 2:1–ს იგებდა.

 

სიონმა მაინც გამოავლინა ხასიათი და არეულობისას ჯაბა უგულავამ ზუსტად დაარტყა. ასე გათანაბრდა ანგარიში და თამაშიც დასრულდა.

 

ჩიხურას თითქოს ყველაფერი სათავისოდ მიჰყავდა. იგებდა და კონტრშტევებზე იმდენი სივრცე ჰქონდა, რომ მესამეც უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ იყენებდნენ. ბოლო წუთებში კი საჩხერელები დაცვაში ჩადგნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

 

ბოლო გოლზე დავწერეთ, მანამდე კი ვნახეთ კორიფაძის გატანილი პენალტი (ლაშა უგრეხელიძეს ხელზე მოხვდა ბურთი და ამიტომ დაინიშნა). მეორე ტაიმის დასაწყისში კახაბრიშვილმა გაიტანა ტატანაშვილის პასით, მანამდე კი გვარაძის გრძელი გადაცემაა აღსანიშნავი. ჩიხურა მეორედ 53–ე წუთზე დაწინაურდა. ბესიკ დეკანოიძემ დაამატა ოთო გოშაძის მოგერიებულ ბურთს, ისე კი, ამ შეტევაში საჩერელი დემურ ჩიხლაძის პასი იყო გამოსარჩევი.

 

საბოლოოდ, ამ გახსნილ თამაშში ოთხი გოლი გავიდა. ისე, ჩიხურამ წლეულს სიონს ორჯერ მოუგო და ორივეჯერ 5:0.    

 

ჩიხურა – სიონი 2:2

 

გოლები: 1:0 კორიფაძე (29 პენ), 1:1 კახაბრიშვილი (48 პენ), 2:1 დეკანოიძე (53), 2:2 უგულავა (90+4)

 

გაძევება: ჯაფიაშვილი (90+5)