მანჩესტერი 4:0 ჩელსი (+ვიდეო)

ოცნებათა თეატრში წითელმა ეშმაკებმა მონატრებული სპექტაკლი დადგეს

ინგლისის პირველსავე ტურში გრანდების დაპირისპირება ვიხილეთ. შეხვედრის პირველი ნახევარი მოლოდინს უფრო მეტად შეესაბამებოდა, ვიდრე ის შედეგი, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა. მატჩის წინ, წითელ ეშმაკებთან არანაკლები კითხვები არსებობდა, ვიდრე არისტოკრატებთან, თუმცა ნანახმა ძველი მანჩესტერი გაგვახსენა.

 

პირველი ტაიმი ჩელსის ფეხბურთელებმა ომახიანად დაიწყეს, ორჯერ ბურთი ძელსაც მოარტყეს, თუმცა რაშფორდმა პენალტი მოიპოვა, გოლად გარდასახა და მანჩესტერმაც თამაში იგრძნო.

 

მეორე ნახევარში არისტოკრატეებმა არა თუ გოლი, არამედ საგოლე მომენტიც შეხვედრის მიწურულს შექმნეს, როდესაც ანგარიში უკვე 4:0 იყო. აღსანიშნავია პოგბას შესანიშნავი თამაში, რაშფორდის დუბლი და, ასევე, დანიელ ჯეიმსის სადებიუტო გოლი. 21 წლის ფეხბურთელი 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 81-ზე გოლიც გაიტანა.

 

ოცნებათა თეატრში წითელმა ეშმაკებმა ნამდვილი მონატრებული სპექტაკლი დადგეს.

 

გოლები: 

18' რაშფორდი (1:0)

65' მარსიალი (2:0)

67' რაშფორდი (3:0)

81' ჯეიმსი (4:0)

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.