Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 27. დემარ დეროუზენი (სან ანტონიო)

დეროუზენი სან ანტონიოში ბედნიერია. ის აქ საქმეს აკეთებს. დეროუზენმა აქ უნდა მოუმატოს. 

კარიერა:  ტორონტო (2009-2018), სან ანტონიო (2018-დღემდე).

პოზიცია: მსროლელი.

სტატისტიკა: 19.9 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.4 პასი.

 

სან ანტონიოში საკუთარი თავის დამკვიდრება რთულია. და თუ გრეგ პოპოვიჩი შენ ბოლომდე გენდობა, ამ სისტემაში ყოველთვის გადაგეფარებიან, მიგიღებენ, გენდობიან. სან ანტონიო არის ოჯახი და ამ ოჯახის წევრი გახდა დემარ დეროუზენი. რომელიც გუნდში კავაი ლეონარდის ნაცვლად მივიდა. სხვა პოზიცია, სხვა დატვირთვა. და სპერსში დემარისგან მაინც ოდნავ მეტს ელოდებოდნენ. დეროუზენმა მშვენიერი სტარტი აიღო, თავის ყოფილ კლუბთან თამაშში კარიერაში პირველი სამმაგი დუბლიც გააკეთა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში დეროუზენმა უკლო. და სან ანტონიოს ნდობაც შემცირდა. დემარი სტაბილურად დგებოდა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ დაძაბული მატჩების ბოლოს ბურთს უფრო სხვები იღებდნენ.

დეროუზენი სან ანტონიოში ბედნიერია. ის აქ საქმეს აკეთებს. დეროუზენმა აქ უნდა მოუმატოს. და ახალ სეზონში, როდესაც სპერსს დამტვრეული გამთამაშებელი დეჟანტე მარი დაუნრუნდება, დეროუზენი უფრო ნაკლებად დაიტვირთება მისთვის არადამახასიათებელ როლში. დემარის ძალიან კარგი, ერთგული თანაგუნდელია და მისი ნიჭი სპერსს აუცილებლად გამოადგება. ნორმალური დამცველი კარგი, შეიძლება, ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალო სროლით. მისი მინუსები პლიუსებით იფარება და პოპოვიჩმა იცის, რომ დეროუზენმა არ უნდა მოიწყინოს. და, შესაბამისად, უნდა ითამაშოს.

სან ანტონიოში ამ ბიჭს აფასებენ.

ჩვენი ახალი რუბრიკა Fantasy  სეზონის დაწყებამდე 30 საუკეთესო მოთამაშეს წარმოგიდგენთ.