Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 25. ტობაიას ჰარისი (ფილადელფია)

ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელმაც იმდენად მოუმატა, რომ წელს, თავისუფალი აგენტების ბაზარზე ერთ-ერთი მსუყე კონტრაქტიც დაირტყა. 

კარიერა:  მილუოკი (2011-2013), ორლანდო (2013-2016), დეტროიტი (2016-2018), კლიპერსი (2018-2019), ფილადელფია (2019-დღემდე).  

პოზიცია: ფორვარდი.

სტატისტიკა: 18.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 2.9 პასი.

 

ტობაიას ჰარისმა შარშან კარიერაში საუკეთესო კალათბურთი ითამაშა. აკურატული სროლა საშუალოდან, აგრესიული შესვლა სამწამიანში, გაუმჯობესებული პერსონალური დაცვა. ჰარისმა მიიღო მეტი დრო და მეტ დროში - მეტი სროლა. ჰარისი იყო ენერგიული, მონდომებული და ტობაიასს არ ჩაუგდია რეგულარული. ის, უბრალოდ, კლდესავით იდგა. ფილადელფია შეიცვალა და გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დატვირთავს სასტარტო ხუთეულის წევრებს, ჰარისისგან ოდნავ მეტს ელოდება. და როგორც ერთგული ჯარისკაცი, მან ყველა ბრძანება უნდა შეასრულოს. ტობაიასი გაიზარდა. და ის ძალიან კარგი თანაგუნდელი გახდა. რომელიც ყველაფერში გუნდის ინტერესებს ითვალისწინებს. ეს ბევრს მოსწონს.

ჰარისი ფლეი ოფში უფრო დაიტვირთება, მაგრამ მანამდე, ფილადელფიასთან ერთად, უნდა გახდეს პირველი ან - მეორე განთესილი. ეს აუცილებელია. და ჰარისმა ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს მედიის კრიტიკას. კალათბურთი პრიორიტეტული გახდება. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელმაც იმდენად მოუმატა, რომ წელს, თავისუფალი აგენტების ბაზარზე ერთ-ერთი მსუყე კონტრაქტიც დაირტყა. ჰარისთან ერთად მშვიდად არის ფილადელფიაც და ნაკლებად მშვიდად - ფილადელფიას ყველა კონკურენტი. ტობაიასი მონსტრია.

და მონსტრი უნდა აუშვან.

ჩვენი ახალი რუბრიკა Fantasy  სეზონის დაწყებამდე 30 საუკეთესო მოთამაშეს წარმოგიდგენთ.