Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 24. ბლეიქ გრიფინი (დეტროიტი)

გრიფინი ძალიან შორს არა მხოლოდ დანკანისგან, თავისი გენერაციის ათი საუკეთესო მოთამაშისგან. 

კარიერა: კლიპერსი (2010-2018), დეტროიტი (2018-დღემდე).

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

სტატისტიკა: 21.9 ქულა, 9.0 მოხნსნა, 4.5 პასი.

კლიპერსმა გრიფინში მომავალი დაინახა. დომინანტური პირველი სეზონი, სტაბილური ორმაგი დუბლი და ყველაზე მეტი სადისტური სლემი, ელეგანტური პასები - ბლეიქმა მიიღო კლუბის, გულშემატკივრების და ლიგის ნდობა.

დღეს, გრიფინი საშუალო გუნდის ვარსკვლავია. ის ვერ გახდა კლიპერსის ლიდერი. ის ვერ გახდება დეტროიტის ლიდერი. მას არ უნდა, რომ იყოს ლიდერი. გრიფინი, უბრალოდ, ამ როლით კმაყოფილია. ის ხშირად იღებს ბურთს, ის ხშირად ისვრის, ის იშვიათად ჩადის დაცვაში და გრიფინმა იცის, რომ დეტროიტში მას ყოველთვის სხვაზე წინ დააყენებენ.

გრიფინთან ერთად დეტროიტს ფლეი ოფში გასვლა შეუძლია. გრიფინთან ერთად გუნდი მოიგებს რეგულარულში 40 თამაშზე მეტს და ბლეიქი კიდევ ერთ სეზონს დახურავს. როდესაც ტიმ დანკანის შემცვლელებზე საუბრობდნენ, ყველაზე ხშირად გრიფინს ახსენებდნენ.

და დღეს, გრიფინი ძალიან შორს არა მხოლოდ დანკანისგან, თავისი გენერაციის ათი საუკეთესო მოთამაშისგან. ის გაჩერდა და ნიჭი, რომელიც ლიგამ პირველივე სეზონიდან დააფასა, ოდნავ გახუნებულია. ბლეიქი ძალიან ძლიერია ერთი-ერთზე შეტევაში და გრიფინს აქვს სუსტი დაცვა.

კარგი ადგილი ჩვენს რეიტინგში.

ჩვენი ახალი რუბრიკა Fantasy  სეზონის დაწყებამდე 30 საუკეთესო მოთამაშეს წარმოგიდგენთ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.