90-იანების მეფე ჩოგბურთში (+VIDEO)

პიტ სამპრასი 48 წლის გახდა. 

90-იან წლებში სწორედ სამპრასი იყო ჩოგბურთის მეფე, რეკორდების წვიმა მოიყვანა და მისი დამარცხება დიდ მოვლენად ითვლებოდა. აი, შმდეგ კი დაიწყო როჯერ ფედერერის ეპოქა...

 

ბერძნული წარმოშობის ამერიკელმა სამპრასმა 52-ჯერ ითამაშა დიდ სლემზე და აქედან 14 მოიგო, მათ შორის, 7-ჯერ უიმბლდონი. 

 

საერთოდ, კარიერაში შეხვედრების 85 პროცენტი სათავისოდ დაასრულა. 

 

1993 წლის აპრილიდან მოყოლებული, ზედიზედ 286 კვირა ლიდერობდა რეიტინგს. მერე კი ეს რეკორდი ფედერერმა მოხსნა.