ლამპარდი: მოურინიუ ექსპერტია, ლაპარაკი მისი საქმეა

ჩელსის მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიუს კრიტიკას უპასუხა. 

საქმე ეხება მანჩესტერ იუნაიტედთან გასვლაზე 0:4 წაგებას.

 

„მოურინიუს მაუნტის თამაში არ მოეწონა? ასე თქვა? ვაუ...რას იზამ, მოედანზე ვერ გავიყვან ტრავმირებულ ფეხბურთელს მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამოცდილია.

 

...და ვინც გვყავდა, უპირატესობას ინარჩუნებდნენ 60 წუთის განმავლობაში. ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა, სხვაგვარად მეტოქე 5 დარტყმიდან 4-ს ვერ გაიტანდა. ეს მძიმე რეალობაა.

 

...სხვისი სიტყვები არ უნდა მაღელვებდეს. ექსპერტები ლაპარაკობენ, მათ თავიანთი საქმე აქვთ, მე - ჩემი. ჩელსის დღევანდელი შემადგენლობის მჯერა. შეტევით ფაზაში უფრო ზუსტები რომ ვყოფილიყავით და იღბალიც გვქონოდა, მატჩი სულ სხვაგვარად დასრულდებოდა“.

 

იყო დრო, ჩელსის ჟოზე წვრთნიდა და მისი საუკეთესო ფეხბურთელი ფრენკი გახლდათ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.