ვინსენტე ლუკე-მაიკ პერი ურუგვაიში გამართული მთავარი ღონისძიება (ვიდეო)

კვირის მთავარი ბრძოლა

11 აგვისტოს, ურუგვაის დედაქალაქ, მონტევდეოში, UFC-ის კვირის მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც ერთმანეთს, ნახევრადსაშუალო წონის კატეგორიის მებრძოლები, 27 წლის ბრაზილიელი, ვინსენტე ლუკე და მისი თანატოლი, ამერიკელი მაიკ პერი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბრაზილიელმა ლუკემ, ქულების პრინციპით მე-3 რაუნდში მოიპოვა. ბრძოლა საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლუკემ მეტოქეს ცხვირი მუხლით გაუტეხა.