პერიშიჩი მიუნხენშია - ხორვატი მალე ბაიერნის ფეხბურთელი გახდება 

ინტერის შემტევმა სამედიცინო შემოწმება გაიარა 

მილანის ინტერის ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მიუნხენის ბაიერნს მალე შეუერთდება. 


იტალიელი ჟურნალისტის გილერმო არანხოს ცნობით, ხორვატმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. 


აქამდე რეკორდმაისტერს პერიშიჩის იჯარით დამატება სურდა. მხარეები შეთანხმებულიც იყვნენ და გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო სახელდებოდა, მაგრამ მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ნიკო კოვაჩმა თანამემამულის პირდაპირ შეძენა გადაწყვიტა.

 
30 წლის ფეხბურთელი ნერაძურიში 2015 წლის შემდეგ გამოდიოდა, 163 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი გააკეთა. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.