ბარსელონამ უკან დაიხია 

პსჟ ნეიმარის გასხვისებას ჩქარობს 

ბარსელონამ ნეიმარის დაბრუნება გადაიფიქრა და პსჟ-სთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. 


როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობას ბრაზილიელი ფეხბურთელის საქციელები აღიზიანებს. იგივე აზრზეა პარი სენ-ჟერმენის მმართველობა, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ პერიოდში 27 წლის ფეხბურთელის გასხვისება სურს.


აქამდე არსებობდა ვარიანტი, რომ ბარსა ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონს გადაიხდიდა და ნელსონ სემედუსაც დაამატებდა, მაგრამ ხოსეპ მარია ბართომეუმ და მისმა გუნდმა საქმე დაამუხრუჭა. 


თავის მხრივ, ტომას ტუხელი ღიად აცხადებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონი ნეიმარის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

 

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა პარიზულ გუნდში გატარებულ ორ სეზონში 58 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა და 29 საგოლე პასი მოაგროვა.