ბექემი კავანით დაინტერესდა

ურუგვაელი თავდამსხმელი შესაძლოა ამერიკაში გადაბარგდეს 

 

თუ ამერიკულ მედიას დავუჯერებთ, ედინსონ კავანი გაისად MLS-ში გადაბარგდება. 


ურუგვაელი თავდამსხმელი შესაძლოა დევიდ ბექემის მიერ დაფუძნებული კლუბის ინტერ მაიამის წევრი გახდეს, რომელიც მომავალი სეზონიდან MLS-ში გამოსვლას დაიწყებს. 


ბექემის კლუბმა 32 წლის თავდამსხმელი შესაძლოა სრულიად უსასყიდლოდ გადაიბიროს, ვინაიდან კავანის 2020 წლის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება. 


კავანი პარი სენ-ჟერმენში 2013 წლიდან თამაშობს და 281 მატჩში 194 გოლი აქვს გატანილი.