სარეკორდო კონტრაქტი - ასეთი რამ ხშირად არ ხდება 

ინაკი უილიამსის 9-წლიანი

 

ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება. ის ფეხბურთელებიც კი, ვინც საყვარელ კლუბს ბოლომდე ერთგულებენ, 3, 4 ან მაქსიმუმ 5-წლიან კონტრაქტს აფორმებენ, აი ბილბაოს ატლეტიკის თავდამსხმელი ინაკი უილიამსი კი ბასკურ კლუბის ახალ, 9-წლიან კონტრაქტს დათანხმდა.


9-წლიანი კონტრაქტი არა მხოლოდ ბილბაოს, არამედ ტოპ 5 ჩემპიონატის ისტორიაში სარეკორდოა. 


ამ პერიოდის განმავლობაში, 25 წლის ესპანელი 135 მილიონ ევროს მიიღებს.


წინა კონტრაქტი ძალაში 2025 წლის ზაფხულამდე იყო და ფეხბურთელს 88 მილიონი უნდა მიეღო.


არსებობდა ჭორები, რომ ინაკი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა, თუმცა ახალმა ხელშეკრულებამ ისინი გააქარწყლა. 


ინაკი ბილბაოს ატლეტიკის აღზრდილია და 2014 წლიდან მთავარ გუნდში თამაშობს.