ხორვატი შაკირა

პრემიერლიგის ქალები

ამ ზაფხულს პრემიერლიგის კლუბებმა 1 მილიარდ გირვანქაზე მეტი დახარჯეს ახალი ფეხბურთელების  შესაძენად. ცხადია, ახალწვეულებს ლამაზმანებიც თან მოჰყვნენ და ინგლისურ საფეხბურთო გარემოს კიდევ უფრო გაალამაზებენ.

 

 

მაგალითად, ევერტონის ახალწვეულის, ექს-იუვენტუსელი მოიზე კენის მეგობარი გოგონა, შეუდარებელი ნიფ ბრაშია, კიკბოქსინგის ვარსკვლავი გახლავთ. მას 50 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაუტარებია და ინსტაგრამში 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

ბრაშია ამბობს, თუ ჩემს შეყვარებულს გუდისონ პარკზე პრობლემა შეექმნა, ამათ ვუჩვენებ სეირსო.

მატეო კოვაჩიჩი ივლისში ხუთი წლით დაუკავშირდა ჩელსის. ეს ნიშნავს, რომ მისი მეუღლე იზაბელ კოვაჩიჩი, დასავლეთ ლონდონში დამკვიდრდება. 24 წლის  „ხორვატი შაკირა,“  საბავშვო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების საწარმოს Lunilou-ს დამფუძნებელი და მმართველი ყოფილა.

 

 

მატეოს და იზაბელს ერთმანეთი 2017 წელს გაუცნიათ.

ტომი აბრაჰამი ჩელსიში ასტონ ვილადან გადავიდა იჯარით და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფრენკ ლამპარდის ხელში ის საგრძნობლად მოუმატებს თამაშს. 
მის მეგობარ, 21 წლის ლია მონროს კი საკუთარი YouTube-ს გვერდი ჰქონია, სადაც 10 ათასზე ნახვა აქვს. ის მნახველებს ძირითადად სილამიზის  საიდუმლოებებზე ესაუბრება ხოლმე.