60 მილიონი როდრიგოში

მადრიდის ატლეტიკოს მადა გაეხსნა და მორიგ დიდ ტრანსფერზეა დაგეშილი: ვალენსიიდან როდრიგოს შეძენას აპირებს. 

ვალენსია მზადაა, ესპანეთის ნაკრების ფორვარდს 60 მილიონ ევროდ შეელიოს. ისე, როდრიგოთი ადრე ბარსელონა იყო დაინტერესებული. ასევე, ნაპოლი იხდიდა 40 მილიონს.

 

როდრიგო ღამურების საუკეთესო თავდამსხმელია და მის გარეშე გუნდი აშკარად დასუსტდება.

 

ისე, ვალენსია ახლოსაა რაფინიას შეძენასთან. 25 წლის ნახევარმცველი ბარსელონას ეკუთვნის და ინტერში იყო განათხოვრებული. 11 მილიონი ევრო - მხოლოდ ესაა ფასი, რადგან რაფინიას ბარსასთან კონტრაქტი მალე, გაისად ზაფხულს უმთავრდება.