რეზო იყო პირველი ქართველი

იხსენებენ რეზოს უდიდეს კარიერას და იმ პერიოდს, როდესაც ჩომახიძე რუსეთის ნაკრებში პელე იყო.

რევაზ ჩომახიძე ლეგენდაა. რომელიც ევროპაში ქართული წყალბურთის ელჩი იყო. რეზო ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. და ჩომახიძეც სიამაყით ატარებდა ამ დამსახურებულ ტიტულს.

დღეს თბილისში ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. და ჩვენთან წყალბურთის სამყაროდან ბევრი საინტერესო სტუმარია ჩამოსული. რომლებიც აქებენ საქართველოს, ქართულ სამზარეულოს, შეყვარებულები არიან თბილისზე და იხსენებენ მას.

ისინი ერთხმად იხსენებენ რეზო ჩომახიძეს.

ის საუკეთესო იყო. ის ყველაზე მაგარი იყო. ის ყველაზე შეუჩერებელი იყო. ის ყველაზე ღირსეული იყო. ამას რეზოზე ამბობენ.

იხსენებენ რეზოს უდიდეს კარიერას და იმ პერიოდს, როდესაც ჩომახიძე რუსეთის ნაკრებში პელე იყო.

იხსენებენ რეზოსთან წაგებულ ორთაბრძოლებს და დედას გეფიცებით, ეს საოცარია. როდესაც შენს თანამემამულეზე ამდენ კარგს გაძლევენ.

რეზო ჩომახიძე ევროპაში ქართული წყალბურთის სახე იყო. დღეს, რეზო მაინც ყველაზე პოპულარული ქართველი წყალბურთელი და უბრალოდ, წყალბურთის მეგობარია. ლეგენდა. რომელიც ყველგან უყვართ.