ტიმ დანკანი მალე ფუსფუსს დაიწყებს

დანკანი ახალ წრეს იწყებს. ახალ მოგზაურობას ძველ მეგობრებთან ერთად. და განსაკუთრებით, იმ, ერთთან ერთად, რომელიც მას შვილივით უფრთხილდებოდა.

სან ანტონიოს სამზარეულოში მალე ახალი მზარეული შევა. გრეგ პოპოვიჩი რამდენიმე ძირითადი კერძის მზადების დროს ტიმ დანკანს დაუძახებს.

19 წელიწადი ერთად. გრეგი, როგორც მთავარი მწვრთნელი და ტიმი - როგორც მისი ყველაზე სანდო მოსწავლე. ტიმი, როგორც მისი ყველაზე დამჯერი მსმენელი და ერთგული თანამოაზრე.

უღალატო დანკანი გრეგის ასისტენტი გახდა.

პოპოვიჩმა 19 წლის ვალი უნდა დააბრუნოს. გრეგი ტიმით 19 წელიწადი ხელფასს იღებდა და მოხუცი გენიოსი ცოტას მაინც დაუბრუნებს ტიმის.

რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას და ერთგულად იღლება სპერსის ვარჯიშებზე. დანკანი ყველაფერში ბოლომდე გამყოლია. დანკანი პოპოვიჩის ყველაზე ერთგული ასისტენტი და კარგი მეგობარი იქნება.

სან ანტონიოში დაბრუნდა დეჟანტე მარი. პირველ ნომრებში უკვე ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი, რომელმაც ერთი სეზონი უმძიმესი ტრავმის გამო გამოტოვა.

დანკანი ახალ წრეს იწყებს. ახალ მოგზაურობას ძველ მეგობრებთან ერთად. და განსაკუთრებით, იმ, ერთთან ერთად, რომელიც მას შვილივით უფრთხილდებოდა.

და, იცით?

არაფერი არ შეცვლილა. სან ანტონიოში ისევ მამა და შვილი მოიგებენ.

სამზარეულოში მალე გემრიელობებს გამოიტანენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.