შენ, ბიჭო, რამე ხო არ გეშლება?

შენ, ბიჭო, რამე ხო არ გეშლება? მიდი და გააკეთე ის, რასაც პოლ პირისი ასე თავაზიანად გთხოვს. ან - შენ აქ არ იქნება.

დაახლოებით ასე მიმართავდა ახალგაზრდებს ვარჯიშებზე კევინ გარნეტი.

ყოველთვის საუკეთესო მოტივატორი და განსაკუთრებული მოთამაშე ნებისმიერ ასაკში. გარნეტი იყო მაგალითი და გარნეტმა იცოდა დაცვაში იმ, მეორე მოთამაშის გადაღრნა.

და გარნეტი არ ინდობდა თანაგუნდელებსაც.

2013/2014 წლების სეზოში გარნეტის თანაგუნდელი გახდა ახალაგზრდა, პირველწლიანი მეისონ პლამლი. რომელიც უკვე ასაკში შესულ, რეგრესირებად გარნეტს შეესწრო. ერთ-ერთ ვარჯიშზე, როდესაც პლამლიმ გაატარა პოლ პირსის თხოვნა, მიდი რა, ჯეისონ, პირსახოცები მოიტანე, გარნეტმა კინაღამ დაღეჭა ბავშვი.

შენ, ბიჭო, რამე ხო არ გეშლება? მიდი და გააკეთე ის, რასაც პოლ პირისი ასე თავაზიანად გთხოვს. ან - შენ აქ არ იქნება.

ეს კევინ გარნეტია. რომელიც მანამდე (2008)  ბოსტონში იგებს ნანატრ ჩემპიონობას და ხელშეუხებლებში შედის.

მას უკვე მიეცა ახალგაზრდებზე სამაგალითოდ ყვირილის უფლება.

იმიტომ, რომ ეს გარნეტია. საუკეთესო მოტივატორი და ლეგენდარული მოთამაშე.