როდესაც, პოლ პირსმა ერთხელ ვარჯიშზე დააგვიანა

როგორც მისი თანაგუნდელი სელტიქსში, ნიჭიერი და ზარმაცი ენტუან უოკერი იხსენებს, პოლმა ერთ ვარჯიშზე 3 წუთით დააგვიანა და ეგრევე დაინტერესდა, სად იყო მთავარი მწვრთნელი. 

ბოსტონ სელტიქსში პოლ პირსი იგებდა. ყველაფერს - გამოცდილებას, რეგულარულის რიგით მატჩებს, ფლეი ოფის სერიებს. ფლეი ოფის განსაკუთრებულ სერიებს. და პოლ პირსმა ერთხელ ვარჯიშზე დააგვიანა.

როგორც მისი თანაგუნდელი სელტიქსში, ნიჭიერი და ზარმაცი ენტუან უოკერი იხსენებს, პოლმა ერთ ვარჯიშზე 3 წუთით დააგვიანა და ეგრევე დაინტერესდა, სად იყო მთავარი მწვრთნელი. მიიღო პასუხი (მწვრთნელი 2 წუთში ჩამოვა) და შევიდა გასახდელში.

იმ ბოსტონს მოტივაციის, დისციპლინის პრობლემა ჰქონდა.

და ეს პრობლემა არ არსებობდა პირსისთვის. რომელიც ყოველთვის, ყველგან პირველი იყო. რომელიც უოკერთან ერთად შეეჩვია წაგებებს და უოკერის გარეშე ერთელ ჩემპიონიც გახდა.

ვარჯიშზე დაგვიანება. პირსისთვის არნახული ეპიზოდი.

პოლმა შეკრიბა მთელი გუნდი. პოლმა თხოვა ერთ-ერთ მწვრთნელს დაენიშნა დრო და 5 წუთის განმავლობაში ბევრი აჭიმვა გააკეთა. შემდეგ, ყველას ბოდიში მოუხადა და დაიწყო მეორე დარბაზში სამიანების სროლა. და არ გაჩერდა, სანამ 200 არ ჩააგდო.

ის კვირა პირსი მთელ ბოსტონს სადილზე პატიჟებდა. ყველასთვის მაგარი კვირა გამოვიდა.

პოლ პირსმა ვარჯიშზე დაგვიანებული პოლ პირსი ასე დასაჯა.

ლეგენდა.