დერონმა ყველა დაასმინა და წავიდა

იუტაში მას გუნდს ანდობდნენ. ბრუკლინში - მომავალს. 

ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერი იყო. რაღაც მომენტში, იყოფოდა სპეციალისტების და ფანების სიყვარული მასსა და კრის პოლს შორის. მისი და კრისის კარიერა პარალელურად დაიწყო.

და ამ ბიჭმა საკუთარი ნიჭის გამოყენება ვერ ისწავლა. ამ ბიჭმა მოსაგები ვერ მოიგო და კარიერა დაასრულა.

დერონ უილიამსმა ვერ ითამაშა ის, რაც ამ ნიჭით უნდა ეყომარა. ის ყოველთვის იმაზე ცოტა იყო, ვიდრე - უნდა ყოფილიყო. დერონმა ვერ ჩაწერა ყველაზე პოპულარული ჰიტი, ვერ დახატა ყველაზე ცოცხალი ტილო, ის ვერ გახდა დიდი.

იუტაში მას გუნდს ანდობდნენ. ბრუკლინში - მომავალს. იუტაში მან დაასმინა ჯერი სლოუნი და ბოსებმა ჯერ საოცარი მწვრთნელი გაუშვეს და შემდეგ - მოთამაშე.

ბრუკლინში დერონს აკლდა მოტივაცია. ბრუკლინში ის უმუღამოდ იღებდა მილიონებს და ბრუკლინში ის მალე დაიღალა.

დერონი - იმედგაცრუება. დერონი - ტკივილი. დერონი - წარსული წარსულში.

გამახსენდა იმიტომ, რომ არ მახსოვს.

და მახსოვს, რომ მაგარი იყო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.