Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 23. ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო)

ახალ სეზონში სან ანტონიო დასავლეთის მეორე ეშელონში იწყებს. კავაის წასვლის შემდეგ ეს ტრენდია. 

კარიერა:  პორტლენდი (2006-2015), სან ანტონიო (2015-დღემდე).

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

სტატისტიკა: 19.6 ქულა, 8.4 მოხნსნა, 2.0 პასი.

ამ თაობის საუკეთესო მძიმე ფორვარდებზე საუბრის დროს, იშვიათად ახსენდებათ ლამარკუს ოლდრიჯი. მოთამაშე, რომელიც პორტლენდში იყო მეფე და მოთამაშე, რომელიც სან ანტონიოში მუშათა კლასის დაკარგული ლიდერი გახდა. ლამარკუსი კლასია და ლამარკუსმა იცის მოგება. უბრალოდ, სან ანტონიოში ის გრეგ პოპოვიჩის ქასთინგში არ ჩანს. ასე უნდა იყოს. ყოველთვის ასე იყო. სან ანტონიოში ყველა ვარსკვლავი გუნდის ინტერესებს იცავს და ლამარკუსი ამას შეეგუა. იქ ერთი ვარსკვლავია და ეს გრეგია.

ლამარკუს ოლდრიჯის კარიერის გახსენების დროს, წინა პლანზე მისი უნიკალური სროლა ამოდის. რომელიც თითქმის ისეთივე საოცარი და ელეგანტურია, როგორც დირკ ნოვიცკის სროლა, მაგრამ ლამარკუსი არ ახსოვთ და დირკი საცივზე თბილისშიც ჩამოიყვანეს. ლამარკუსი ძალიან მაგარია, მაგრამ ის ყოველთვის სხვის უკან უნდა იდგეს. ალბათ, ეს მისი ბედია. ალბათ, მან ეს უნდა მიიღოს. ლამარკუსი მხეცია. მივიწყებული მხეცი.

ახალ სეზონში სან ანტონიო დასავლეთის მეორე ეშელონში იწყებს. კავაის წასვლის შემდეგ ეს ტრენდია. და სან ანტონიო ლამარკუსთან ერთად გაქაჩავს. აუცილებლად უნდა გაქაჩოს და თუ გაუმართლებს, მეორე წრეშიც დაჯდება. ლამარკუსთან ერთად გუნდი ძლიერია.

ეს ლამარკუსის სამყაროა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.