მესის ზარი ნეიმართან

საქმეში თავად არგენტინელი ჩაერთო

როგორც  Marca  წერს, მესიმ ნეიმარს დაურეკა და სთხოვა რეალში არ გადასულიყო. არგენტინელ სუპერვარსკვლავს არ სურს მეგობარი ბარსასთვის საძულველ კლუბში გადაბარგდეს და მისი კამპ ნოუზე დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

შეიძლება ამდენი მცდელობა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდეს, რადგან პარიზულ გუნდს კატალონიელებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. პსჟ-ს ბევრად ურჩევნია ბრაზილიელი რეალში გაყიდოს, ვიდრე ყოფილ კლუბში დააბრუნოს.

 

ბარსას პრეზიდენტი, ბართომეუ რაც შეუძლია აკეთებს, რათა მესის თავი კომფორტულად აგრძნობინოს, თუმცა მადრიდელები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან პარიზელებს ბეილი და 100 მილიონი ევრო შესთავაზონ.

 

LUIS SUAREZ <HIT>NEYMAR</HIT> <HIT> MESSI </HIT>