ტაშკენტი და ქართველები (თამაში და ფოტოები)

როგორც უკვე ვწერდით, 11 აგვისტოს 40 წელი შესრულდა ტაშკენტის ფახთაქორის დიდი ტრაგედიიდან.

 ავიაკატასტროფაში 178 ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის, გუნდის 17 წევრი.

 

https://leadersport.ge/ge/news/details/6840

 

ამ დღის უკვდავსაყოფად ტაშკენტში ამხანაგური მატჩი გაიმართა ფახთაქორისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. მოწვეულთა შორის იყვნენ ქართველებიც: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. შეხვედრა მეგობრულად, 4:4 დასრულდა.

 

როგორც იცით, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, მას არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც ეხმარებიან. ტყებუჩავამ 11–ში ფახტაქორის ვეტერანებში ითამაშა.