კოვაჩი პერიშიჩის ასაკზე: ეფენბერგი გახსოვთ?

ბაიერნის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ივან პერიშიჩის ასაკზე კომენტარი გააკეთა.

 გერმანიაში ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ტრანსფერს, ხორვატი უკვე 30 წლისააო.

 

 

„ვფიქრობ, უადგილო კრიტიკაა. შტეფან ეფენბერგიც 30 წლის იყო, როცა ბაიერნში გადავიდა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონიც ხდებოდა და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა გუნდს. ასაკს თავი უნდა გავანებოთ. მოდით, ფეხბურთელის დონეს შევხედოთ და ასევე იმას, რამდენად დაეხმარებიან ისინი ბაიერნს“ – განაცხადა კოვაჩმა.

 

 

კოვაჩი და პერიშიჩი აქამდეც მუშაობდნენ ერთად: ხორვატიის ნაკრებში. ნიკო, როგორც იცით, ხორვატიას წვრთნიდა.