შენგელია – ახლა ტენერიფე უფრო რეალურია

ლევან შენგელია, შესაძლოა, ტენერიფეში გადავიდეს.

ტენერიფე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონშია. როგორც იცით, სახელიანი კლუბია, 90–იან წლებში ევროტურნირებზე ხშირად თამაშობდა და ცნობილია მადრიდის რეალის გამწარებებით: ზედიზედ ორჯერ დააკარგვინა ჩემპიონობა ბოლო ტურში.

 

23 წლის შენგელია თბილისის დინამოს და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატის ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ცაცია ქართველი ესპანეთის სეგუნდას კიდევ ორ გუნდს სურს: კადისსა და ლუგოს. კადისის თემა აქტუალური იყო, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა.

 

ესპანური Eldia.es-ის ცნობით, ახლა ტენერიფე გააქტიურდა.