უესლი სნეიდერი - სნაიპერი

 კრუიფის, ვან ბასტენისა და გულიტის სამყაროში, მან თავისი კვალის დატოვება მოახერხა.

ნიდერლანდებში რთულია ვარსკვლავად იქცე. ამ ქვეყანას ისეთი დიდოსტატები ახსოვს, როგორებიც: კრუიფი, ვან ბასტენი და გულიტი არიან. 2000 წელს, როდესაც სნეიდერი აიაქსის მთავარ გუნდში გადაიყვანეს, გვერდზე ვან დერ ვაარტი ედგა, 2001 წლიდან კი მათთვის იბრაჰიმოვიჩი უტევდა. შეიძლება, ასეთ დროს ადამიანმა ფეხბურთს თავი დაანებო.

 

სნეიდერი კი არ დაიკარგა. ისე ითამაშა, რომ რეალს 27 მილიონი ევრო გადაახდევინა. 2007 წელს, ეს დიდი თანხა იყო. ჰოლანდიელს მადრიდული კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც თავად ისურვებდა და 2 წელიწადში ინტერში გადავიდა. იტალიაში მოურინიო ჰყავდა, რომელიც თვალდახუჭული ენდობოდა და ამის გამო არც არასდროს უნანია. დიდი ლუის სუარესის შემდეგ, ინტერში გამოჩნდა ნანატრი არქიტექტორი, რომელმაც კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მის გარეშე, ნერაძური საჩემპიონო გუნდი არ იყო.

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 5 გოლით მუნდიალის თანაბომბარდირიც გახდა, თუმცა ოქროს ბურთის გამოკითხვაში მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. ხავიმ ერთი პოზიციით გაასწრო, თუმცა სნეიდერის სამეულში ვერ მოხვედრას ტრაგედია უწოდა.

 

საერთოდ, ეს 2010 წლის მსოფლიო ისეთი დიდი გულის ბიჭებისთვის წარმატებული გამოდგა, როგორებიც ფორლანი და სნეიდერი არიან.

 

უესლიმ 35 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

 

კრუიფის, ვან ბასტენისა და გულიტის სამყაროში, მან თავისი კვალის დატოვება მოახერხა.